თითქმის არ მეპარება ეჭვი, რომ ეს ყველაფერი ამ გოგონას ხელისუფლებამ გააკეთებინა

თითქმის არ მეპარება ეჭვი, რომ ეს ყველაფერი ამ გოგონას ხელისუფლებამ გააკეთებინა. მაპატიოს ამ გოგონამ, თუ ეს საკუთარი სისულელის გამო, მოუვიდა, – ასე ეხმაურება „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ მომღერალი პაატა ბურჭულაძე სამართალდამცავების მიერ ბურჭულაძეების კუთვნილ „MS ჯგუფის” ოფისში საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებას.

„თქვენ გახსოვთ, როგორც იყო ჯერ ჩემზე და ფონდ „იავნანაზე“, 3 წლის განმავლობაში ვერაფერი გააკეთეს, შემდეგ ჩემს მეუღლეს ღამის თორმეტის ნახევარზე პროკურატურა ადგებოდა და უკაკუნებდა კარებზე, გაგვიღეთო. ბოლოს გადავიდნენ შვილებზე ორი კომპანია ჰქონდათ, ერთი დაუხურეს, აიძულეს დაეხურათ და ახლა მეორე კომპანიაზეა საუბარი. ეს კომპანია ერთ-ერთი ყველაზე ძლიერია დღესდღეობით საქართველოში და ალბათ არჩევნებამდე უნდათ ამის ჩაგდება ხელში. ამ სიტუაციას მე თქვენ ვერ გასწავლით, დღეს, რაც ხდება საქართველოში უკავშირდება ამ მავნებლურ მთავრობას და როგორებიც იყვნენ, ისეთივე დარჩნენ“, – განაცხადა მან.

18 მარტს სამართალდამცავებმა ბურჭულაძეების კუთვნილ ოფისში, „MS ჯგუფი” საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარეს, რაც კორონავირუსთან დაკავშირებით ცრუ შეტყობინებების გაგზავნის საქმეს უკავშირდებოდა.

Facebook Comments
%d bloggers like this: