თორნიკე რიჟვაძემ ბათუმში, კარანტინში მყოფებს ყვავილები გაუგზავნა

მადლობა სამოქალაქო პასუხისმგებლობისთვის, მადლობა, რომ იცავთ რეკომენდაციებს და ეხმარებით ქვეყანას ვირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიების გატარებაში,-ასეთი შინაარსის წერილი მიუვიდათ ბათუმში, კარანტინში მყოფ მოქალაქეებს აჭარის ავტონომირი რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძისგან.

მადლობის წერილებთან ერთად რიჟვაძემ კარანტინში მყოფებს ყვავილებიც გაუგზავნა.

როგორც „ინფო ფოსტალიონთან“ ერთ-ერთმა მათგანმა თქვა, პარიზის რეისით ჩამოსული ყველა მგზავრი მე-5 დღეა, ბათუმში, სასტუმრო „სპუტნიკში“ არის გადაყვანილი, სადაც საუკეთესო პირობები აქვთ და და გულისხმიერი პერსონალი ემსახურებათ.

Facebook Comments
%d bloggers like this: