იაპონიაში გარდაიცვალა პაციენტი, რომელიც კორონავირუსს შეგნებულად ავრცელებდა

ადგილობრივი მედიის ცნობით, იაპონიაში, კორონავირუსით დაავადებული 57 წლის მამაკაცი გარდაიცვალა, რომელიც ცდილობდა, ვირუსი ხელოვნურად გაევრცელებინა. ინფორმაციას japantoday ავრცელებს.

მამაკაცი საავადმყოფოში კორონავირუსის ფონზე გართულებული პნევმონიით გარდაიცვალა. 

გასულ კვირას მედია იტყობინებოდა, რომ ჯანდაცვის ადგილობრივმა ორგანიზაციამ და აიტის პრეფექტურამ მამაკაცს სახლში, იზოლაციაში ყოფნა დაავალეს, რადგან 4 მარტს, ახალ კორონავირუსზე აღებულმა ტესტმა დადებითი შედეგი აჩვენა. მეორე დღეს მან ოჯახს უთხრა, რომ გადაწყვიტა, სხვებიც დააავადოს და საღამოს რამდენიმე ბარს ესტუმრა. 

5 მარტს მამაკაცი საავადმყოფოში იძულების წესით გადაიყვანეს, სადაც ოთხშაბათს ფილტვების ანთებით გარდაიცვალა. ექიმების თქმით, მამაკაცს ჰეპატოცელულარული სიმსივნე ჰქონდა. 

საზოგადოებრივი მააუწყებლის, NHK, 125-ის მონაცემებით, მამაკაცზე სისხლის სამართლის საქმე იყო აღძრული ბიზნესისთვის ზიანის მიყენების მუხლით, რადგან ის დაწესებულებები, რომლებიც მან მოინახულა, დღემდე დაკეტილია, ერთ-ერთის მეპატრონე ქალი კი, ინფიცირებული. 

იაპონიაში პაციენტების სიმრავლის გამო, კორონავისრუსით დაავადებული პაციენტების ნაწილს ჰოსპიტალში არ ტოვებენ და რეკსახლში, იზოლაციაში მკურნალობის რეკომენდაციას აძლევენ.

Facebook Comments
%d bloggers like this: