იტალიაში კორონავირუსით 2 629 მედიკოსი დააავადდა

Nusagi

​ხელისუფლების გადაწყვეტილებით, საგანგებო მდგომარეობა იტალიაში აპრილამდე გაგრძელდება, რადგან ახალი კორონავირუსი უკან დახევას არ აპირებს. ინფიცირებულია მედიცინის 2600-ზე მეტი მუშაკი, რაც საერთო პაციენტების 8, 3 %-ს შეადგენს,-ამის შესახებ გამოცემა „დეილი მეილ“ იუწყება.

ჯანდაცვის საერთაშორისო ფონდის განცხადებით, აღნიშნული მაჩვენებელი საგანგაშოა და გაცილებით უარესი, ვიდრე ჩინეთში იყო. მედიკოსთა ინფიცირების ასეთი მაღალი პროცენტი კი, იმის მაჩვენებელია, რომ იტალიაში ის ზომები, რასაც სამედიცინო პერსონალის დასაცავად იყენებენ, შექმნილი მდგომარეობის ადეკვატური არ არის.

ფონდში აცხადებენ, რომ სამედიცინო პერსონალის 1500 წარმომადგენელი ბოლო 8 დღის განმავლობაში დაავადდა. 

გუშინ იტალიაში კორონავირუსით დაინფიცირების ახალი შემთხვევებისა და გარდაცვალების რეკორდული რიცხვი დაფიქსირდა- 4207/475.

Facebook Comments
%d bloggers like this: