კარლ ჰარცელი: უნდა შევძლოთ მეტის გაკეთება, რომ საქართველომ უფრო სწრაფად შეძლოს ეკონომიკისა და საზოგადოების მოდერნიზება

Nusagi

ევროკავშირის შიდა პრიორიტეტის გათვალისწინებით, უნდა შევძლოთ მეტის გაკეთება ციფრულ სფეროში და დავეხმაროთ ისეთ განვითარებულ პარტნიორს, როგორიც საქართველოა, უფრო სწრაფად შეძლოს საკუთარი ეკონომიკისა და საზოგადოების მოდერნიზება. ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა ევროკომისიის ახალ სტრატეგიაზე საუბრისას განაცხადა.

,,ახალი სტრატეგია აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონისთვის ახალ, ამბიციურ ამოცანებს განსაზღვრავს. მადლობას ვუხდი ყველა პარტნიორს საქართველოდან, ვინც კონსულტაციების პროცესში წვლილი შეიტანა. ეკონომიკური განვითარება, კავშირები და სამუშაო ადგილების შექმნა, ძლიერ დემოკრატიულ ინსტიტუტებთან ერთად, ჩვენი დღის წესრიგის მთავარ საკითხებად რჩება. ერთ-ერთ სიახლეს წარმოადგენს ყურადღების გამახვილება გარემოს დაცვასა და ჯანმრთელობაზე, რასაც, პირადად მივესალმები, რადგან ვიცი, რომ საქართველო კარგად არის მომზადებული სარგებლის მისაღებად ამ სფეროებში.

ასევე, ევროკავშირის შიდა პრიორიტეტის გათვალისწინებით, უნდა შევძლოთ მეტის გაკეთება ციფრულ სფეროში და დავეხმაროთ ისეთ განვითარებულ პარტნიორს, როგორიც საქართველოა, უფრო სწრაფად შეძლოს საკუთარი ეკონომიკისა და საზოგადოების მოდერნიზება. მზად ვართ, გავაგრძელოთ ამ საკითხებზე საუბარი ბრიუსელში, 18 ივნისს დაგეგმილ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე“, – განაცხადა ელჩმა, რომლის კომენტარს ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს.

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: