კინზინგერი: ჩინეთი COVID-19-ზე ინფორმაციას მალავდა, მათ ამის ფასი უნდა გადაიხადონ

რესპუბლიკელი კონგრესმენი ადამ კინზინგერი აცხადებს, რომ ჩინეთმა კორონავირუსის შესახებ ინფორმაცია თვეების განმავლობაში დამალა.

კინზინგერის თქმით, ახლა ჩინეთს არ აქვს იმის უფლება, რომ შეშფოთებული და შეურაცხყოფილი იყოს.

“თვეების განმავლობაში მალავდა ამ ვირუსს და საშუალებას აძლევდა თავის ხალხს, რომ საზღვარგარეთ ემოგზაურა, ჩინეთს არ აქვს უფლება, რომ შეშფოთებული და შეურაცხყოფილი იყოს. მათ ამის ფასი უნდა გადაიხადონ”,-წერს ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე ადამ კინზინგერი.

ცნობისთვის, მსოფლიოს მასშტაბით, კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა 200 ათასზე მეტია. საქართველოში, 19 მარტის მონაცემებით ლაბორატორიულად დადასტურებული 40 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის ერთი გამოჯანმრთელდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი პანდემიად გამოაცხადა. ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ტედროს გებრეიესუსმა მსოფლიოს ქვეყნებს მიმართა და მოუწოდა, რომ ვირუსზე რაც შეიძლება მეტი ადამიანის ტესტირება მოახდინონ.

Facebook Comments
%d bloggers like this: