კორონავირუსით ინფიცირებული ახალი პაციენტი წლისთავზე იმყოფებოდა

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, მომდევნო ორი კვირის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდა მოსალოდნელია.

მისი თქმით, ამ ეტაპზე კორონავირუსით დაინფიცირებული პაციენტების მისაღებად, დამატებით 1000-დან 1500 საწოლამდე მზადდება.

როგორც ტიკარაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, დღეისათვის პაციენტების მისაღებად 500-ზე მეტი საწოლია მზად.

„ყველა პირი, რომელიც იყო ამ ღონისძიებაზე, არის იდენტიფიცირებული, ისინი არიან თვითიზოლაციაში“, – ასე უპასუხა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტის კითხვას, თუ არიან გამოვლენილები ის ადამიანები, რომლებიც კორონავირუსით ინფიცირებულ ახალ პაციენტთან ერთად წლისთავზე იმყოფებოდნენ. ტიკარაძის განცხადებით, ყველა ამ ადამიანზე დაკვირვება მიმდინარეობს.

Facebook Comments
%d bloggers like this: