მაგის ტრა@ის მემატიანე ვარ? არქივარიუსი ვარ? “შოჩიკი”დაუყენე? ვერ გავიგე რა!-კახა მუხაშავრია

,,ცინცხალი და ცოცხალი ამბავი!!
დამირეკა ერთმა აი “ჩერეზ, ჩერეზ”ნაცნობმა ძლივს მოვედი აზრზე რომელიც იყო. მომიკითხა, ოჯახი მოიკითხა, მამა როგორააო, შენი ძმა გიაო, ვიფიქრე აინტერესებს გელას ჯანმრთელობის ამბავი თქო და მეც დეტალურად მოუყევი, მისმენდა გაყუსული, მერე მეკითხება:

-აი,ორი დღეა მაგრა მახველებს ბრატ და მაცემინებსო,
ინსტიქტურად მობილური გავწიე..
-თან ხო აზრზე ხარ რა, ტრა@@ მტკივაო
აი, რატო უნდა ვიყო მე აზრზე თუ ტკივა, მე რა, მაგის ტრა@ის მემატიანე ვარ? არქივარიუსი ვარ? “შოჩიკი”დაუყენე? ვერ გავიგე რა!

და ბოლო შეკითვა ჰქონდა გენიალური:
-კახუშ, ერთი შენებს კითხე რა შეილება ბუასილის ბრალი იყოს რო ვაცემინებო?
აი,ეს რო ეხლა გელასთვის მეკითხა 23:50 წთ ზე, ხო მომიკითხავდა ჩემ პატიოსან დედას დილამდე.

ღმერთო რამდენი დეგენერატი დადის ამ თბილისში”-წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე. პროქტოლოგ გელა მუხაშავრიას ვაჟი, კახა მუიხაშავრია.

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: