მდინარაძე კორონავირუსზე: ვიყოთ ჯარისკაცები ამ გამოწვევასთან ბრძოლაში

“ქართული ოცნების” ლიდერი მამუკა მდინარაძე მოსახლეობას რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდებს, რათა კორონავირუსის გავრცელების ფაქტები მინიმუმამდე დავიდეს.

“ყველამ კარგად იცის, რომ რისკების ნულამდე დაყვანა შეუძლებელია. თუმცა, შეგვიძლია ვთქვათ, რომ რისკების შემცირება შეგვიძლია მაქსიმალურად. მე მინდა დაბეჯითებით ვთხოვო თითოელ მოქალაქეს, დარჩით სახლში რადგან ეს რისკები დავიყვანოთ მინიმუმზე და თითოეული ჩვენგანი ვიყოთ ჯარისკაცი ამ გამოწვევის წინააღმდეგ ბრძოლაში”,- ამბობს მდინარაძე.

ასევე, მან მადლობა გადაუხადა არამარტო ექიმებს, რომლებიც ზრუნავენ Covid-19-თან წინააღმდეგ ბრძოლაში, არამედ თითოეულ მოქალაქეს მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობის გამოჩენისთვის.

“მე ვფიქრობ მადლობა უნდა გადავუხადოთ არა მხოლოდ ექმიებს, არამედ თითოეულ მოქალაქეს, რომელიც პასუხისმგებლობას იაზრებს. მოსახლეობის დიდი პროცენტი სწორად მიჰყვება რეკომენდაციების შესრულებას, მაგრამ სამწუხაროდ, გვაქვს გამონაკლისები, რომელთა დაკავშირებითაც რეგულაციების შემოღება გახდა საჭირო. ყველას, მათ შორის იმათ, რომლებიც ვერ იაზრებენ საკითხს ამ გამოწვევის წინაშე, ეს 1%-იც შეიძლება აფუჭებდეს საქმეს, ამიტომ ვთხოვ ყველას დავიცვათ რეკომენდაციები”,-განაცხადა მდინარაძემ.

შეგახსენებთ, რომ 19 მარტის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 40 დადებითი შემთხვევაა დაფიქსირებული. კარანტინის რეჟიმში 1344 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი, 216 პაციენტი.

Facebook Comments
%d bloggers like this: