პირველად ისტორიაში შოტლანდიის სკოლებში გამოცდები გაუქმდა

პირველად ისტორიაში შოტლანდიის სკოლებში გამოცდები გაუქმდა. შოტლანდიის განათლების მინისტრის ჯონ სუინის  განცხადებით , აღნიშნული უპრეცედენტო ნაბიჯი კორონავირუსის ეპიდემიით გამოწვეულ სიტუაციას უკავშირდება.

„ეს სიტუაციის სიმწვავეს ცხადყოფს, რომლის წინაშეც დღეს ვდგავართ და ამიტომაც უნდა განვაცხადო, რომ წელს გამოცდები არ ჩატარდება. მსოფლიო ომების დროსაც კი ჩაგვიტარებია გამოცდები. შოტლანდიის ისტორიის განმავლობაში არასოდეს გაგვიუქმებია სკოლებში გამოცდები. 1888 წლიდან ყოველ მაისს და ივნისს ვატარებდით მას“, – განაცხადა მინისტრმა.

აღსანიშნავია, რომ 20 მარტიდან შოტლანდიაში ყველა სკოლა იხურება. ბოლო მონაცემებით, შოტლანდიაში კორონავირუსით ინფიცირების 266 შემთხვევა დაფიქსირდა.

Facebook Comments
%d bloggers like this: