როდის იქნება კორონავირუსის პრეპარატი საქართველოსთვის ხელმისაწვდომი-გამყრელიძის განმარტება

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ პრეპარატ “რემდესივირზე” საქართველომ უკვე მიმართა მწარმოებელ კომპანიას და ის ქვეყანაში, სავარაუდოდ, მალე გამოიგზავნება.

“რემდესივირი 2015 წლიდან გახლავთ ცნობილი პრეპარატი. ამას აწარმოებს “გილეადი”. ეს წამალი ჩინელებმა ძალიან აქტიურად გამოიყენოს თავიანთ პაციენტებთან. საქართველოს მთავრობამ მიმართა “გილეადს” თხოვნით, რომ ჩვენთვის ამ პრეპარატების გარკვეული რაოდენობა იქნას გამოყოფილი. ჩვენ ე.წ. სარეზერვო მარაგში ეს პრეპარატი გვექნება”,- განაცხადა გამყრელიძემ.

საქართველოში კორონავირუსით ამ ეტაპზე 40 პირია ინფიცირებული.

Facebook Comments
%d bloggers like this: