საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს

საქართველოს საპატრიარქო, კორონავირუსის ეპიდემიის გამო, ზიარების წესის ცვლილებაზე პირადი მოსაზრებების გამოთქმისგან სასულიერო პირებს თავის შეკავებისკენ მოუწოდებს.

“კორონავირუსის ეპიდემიის გამო ზიარების პრაქტიკასთან და, საერთოდ, ეკლესიურ ცხოვრებასთან დაკავშირებით სასულიერო პირთა შორისაც აზრთა სხვადასხვაობა დაფიქსირდა.

ყველას ვთხოვთ, თავი შეიკავონ პირადი მოსაზრებებისაგან და დაელოდონ საქართველოს ეკლესიის წმ.სინოდის სხდომას, რომელიც პარასკევს, 20 მარტს, 12:00 საათზე გაიმართება”, – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: