სახლში იჯექითო და ამ ჩამჭრელებს რას დაარბენინებენ – წყნეთში მოსახლეობას გაზს უჭრიან

წყნეთში, დიდთოვლობაში, მოსახლეობის იმ ნაწილს, რომელმაც გაზის გადასახადის გადახდა ვერ მოასწრო, გაზი ჩაუჭრეს,-ამის შესახებ „ინფო ფოსტალიონს“ წყნეთის მცხოვრებმა შეატყობინა.

„მარტო ვცხოვრობ, კორონავირუსის საფრთხის გამო, როგორც რეკომენდებულია, ვზივარ სახლში. პენსია მერიცხება ლიბერთი ბანკის ანგარიშზე, გააქტიურებული არ მაქვს ინტერნეტბანკი, თოვლის გამო ვერ მოვახერხე გასვლა, თანაც კრედიტები გადაავადეს და რას ვიფიქრებდი, რომ გაზის გადახდა ასეთი სასწრაფო იყო. მრიცხველი გატანილია გარეთ და ხომ შეეძლოთ, ეთქვათ, გავეფრთხილებინე და გავიდოდი, გადავიხდიდი. ყველას ეუბნებიან, ყველა სამსახურები დაკეტეს და ამ ჩამჭრელებს რას დაარბენინებენ ვერ გავიგე“,-გვითხრა წყნეთელმა პენსიონერმა.

Facebook Comments
%d bloggers like this: