სოზარ სუბარი: ჩვენ ჯერ სრულად არ ვიცით, რამდენი ადამიანია ვირუსის მატარებელი, რომელიც არ არის გამოვლენილი

შეკავების ეტაპი გაგრძელდა მაქსიმალურად დიდხანს, როგორც ეს შესაძლებელი იყო, თუმცა ჩვენ ამ წუთში არ ვიცით რამდენი დაინფიცირებული შეიძლება იყოს დღეს, – ამის შესახებ რეგიონებთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, სოზარ სუბარმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, ბევრი ჩვენი მოქალაქე ბრუნდება საქართველში და შესაძლოა, ბევრი მათგანი დაინფიცირებულიც იყოს.

„მაგალითად, ამ წუთებში სამი ავტობუსი დგას რუსეთის საზღვართან და იმიტომ, რომ იქ დიდთოვლობის გამო გზა დაკეტილია, ვერ ხერხდება მათი შემოსვლა, თუმცა დღეს-ხვალ ისინი შემოვლენ და მოექცევიან კარანტინის პირობებში. მართალია, მეზობლებთან საზღვრები მაქსიმალურად კონტროლდება, მაგრამ 100 %-ით მიმოსვლა მაინც არ არის შეზღუდული. ისევ გავიმეორებ, ჩვენ ჯერ სრულად არ ვიცით, რამდენი ადამიანია ვირუსის მატარებელი, რომელიც არ არის გამოვლენილი“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

Facebook Comments
%d bloggers like this: