ტიკარაძე: ჩვენ არ გვაქვს შეცდომის დაშვების უფლება, ამიტომ, მნიშვნელოვანია ტესტების ხარისხის შემოწმება

ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ე.წ. აგრესიული ტესტირების შესახებ ისაუბრა, რომელსაც კორონავირუსის პრევენციისთვის შემოიღებენ.

“ჩვენ დავაანონსეთ, რომ აუცილებელია აგრესიული ტესტირება. ჩინეთთან და კორეასთან გვაქვს სამთავრობო მოლაპარაკებები, ვინაიდან, ამ ქვეყნებს აქვთ საუკეთესო გამოცდილება კორონავირუსის ტესტირებასთან დაკავშირებით. ასევე, მნიშვნელოვანია ხაზი გაესვას, იმას რომ ტესტირების ბევრი მომწოდებელი არის ბაზარზე, თუმცა ჩვენ არ გვაქვს შეცდომის დაშვების უფლება, ამიტომ, მნიშვნელოვანია, მოხდეს ტესტების ხარისხის შემოწმება, რათა თავიდან ავირიდოთ გადაცდომები, რომლებიც შეიძლება სავალალო აღმოჩნდეს ჩვენი მოქალაქეებისთვის. მთავრობას სრული პასუხისმგებლობა აქვს აღებული მოქალაქეების მკურნალობაზე და ჩვენ გვინდა რომ დიაგნოსტიკის კომპონენტშიც გვქონდეს მაქსიმალურიდ მკაფიო გეგმა.”- განაცხადა ტიკარაძემ.

შეგახსენებთ, რომ ე.წ. აგრესიული ტესტირება გულისხმობს ყველა იმ კლასტერის მოცვას, უფრო მეტად კი ზუსტად ცოდნას, რომელ ჯგუფშია გავრცელებული ინფექცია.

ცნობისთვის, 19 მარტის მონაცემებით საქართველოში კორონავირუსის 40 დადებითი შემთხვევაა დაფიქსირებული. კარანტინის რეჟიმში 1344 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი, 216 პაციენტი.

Facebook Comments
%d bloggers like this: