უფრო საყურადღებო ფაზაში შევდივართ, გვექნება დაუდგენელი გავრცელების შემთხვევები

Nusagi

გვექნება დაუდგენელი გავრცელების შემთხვევები და ამის კონტროლი, რა თქმა უნდა, ძალიან რთულია, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ განუცხადა.

„ახლა ძალიან მნიშვნელოვანია სოციალური სიმჭიდროვის გაშლა, მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა. რაც მე ამ ეტაპზე არ მომწონს, ეს არის გარკვეული სოციალური ჯგუფების დამოკიდებულება, რომ ისინი არასერიოზულად უყურებენ და არ იცავენ ჩვენს მითითებებს. მე მათ მოვუწოდებ, დაიცვან რეკომენდაციები, შეასრულონ ჩვენს მიერ მოწოდებული გაფრთხილებები და გაუფრთხილდნენ როგორც საკუთარ, ასევე ახლობლების ჯანმრთელობას“, – აღნიშნა ხუნდაძემ.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 40-მდე გაიზარდა.

Facebook Comments
%d bloggers like this: