ფრენკ მუზონე – ჩემო საყვარელო საქართველო! ასწავლე დანარჩენ მსოფლიოს!

ფრენკ მუზონე წარმოშობით იტალიელია, რომელიც კანადაში ცხოვრობს. ის holiday inn Telavi-ს მენეჯერი იყო და ასევე,  ტრენინგებს ატარებდა სასტუმროებისა და საზკვების ობიექტების თანამშრომლებისთვის, ამ სფეროს თანამშრომლებს მომსახურების დახვეწაში ეხმარებოდა

იმის გამო, რომ მსოფლიო და საქართველოც ფორსმაჟორულ სიტუაციაშია და სასტუმროების, ბარების, კაფეების უმეტესობა დაიხურა, ფრენკი იძულებულია, სამშობლოში დაბრუნდეს. ის სოციალურ ქსელში გულის ამაჩუყებელ, გამოსამშვიდობებელ პოსტს აქვეყნებს:

„ჩემო საყვარელო საქართველო,
ერთ წელზე მეტია, ამ მშვენიერ ქვეყნაში ვცხოვრობ და ვმუშაობ. შემიყვარდა აქაური გემოები და შეხედულებები, მაგრამ საქართველოს გაცილებით მეტის შეთავაზება შეუძლია. კულტურა და საუცხოო ადამიანები! დიახ, თქვენ განვითარების პროცესში ხართ, მაგრამ უკვე აჩვენეთ მსოფლიოს, რომ ასეთ მოკლე ხანში შეგიძლიათ შედგების მიღწევა და დამოუკიდებლობის მოპოვება, როგორც ნებისმიერ სხვა, ევროპულ ქვეყანას.

დარწმუნებულები ხართ, რომ ევროპელებმა უნდა გასწავლონ, ეს როგორ კეთდება? ბევრ სხვა ქვეყანაში მიმუშავია და შემიძლია, თამამად ვთქვა, რომ არც ერთ ქვეყანაში ასეთი სითბო და სტუმართმოყვარეობა არ მიგრძნია.
თქვენ მასწავლეთ სტუმართმოყვარეობა, მაშინ, როცა ჩემი მოვალეობა იყო, რომ თქვენთვის მესწავლებინა ეს. „ყველა სტუმარი ღვთის საჩუქარია“ – ეს ის სიტყვებია, რომელსაც საქართველოდან წავიღებ და სიცოცხლის ბოლომდე მეცოდინება. თქვენ მასწავლეთ, როგორ მოვუფრთხილდე თქვენს სიმდიდრეს, თქვენ მასწავლეთ, შემეხედა სამყაროსთვის სხვა თვალით, სხვადასხვა კუთხიდან.

საქართველო! ვგრძნობ, რომ ვალში ვარ შენთან! მადლობა, რომ შეცვალე ჩემი ცხოვრება და მაპოვნინე საკუთარი თავი!
მაშ ასე, დიდი გულისტკივილით მიწევს შინ, კანადაში დაბრუნება იმ შედეგების გამო, რაც კორონა ვირუსმა მოგვიტანა.
მაგრამ საქართველოვ, მე დავბრუნდები! დავბრუნდები, რადგან დავალებული ვარ შენგან…
მსურს, ამ ქვეყნის განვითარებაში ჩემი წვლილი შევიტანო, რადგან ვგრძნობ, რომ დღეს ჩემს ვენებში ქართული სისხლი ჩქეფს. მე ვიბრძოლებ იმისთვის, რისიც თქვენ… არა, – რისიც ჩვენ, ყველას გვჯერა.

ერთადერთი, რაც შემიძლია ვურჩიო სასტუმროების მეპატრონეებს, არის ის, რომ გამოიყენონ სოციალური ქსელები სამყაროს დასამშვიდებლად და უთხრან ყველას, რომ ერთად გავუმკლავდებით ყველაფერს.
საქართველო! აჩვენე მსოფლიოს, როგორი ძლიერი ხარ! აჩვენე მსოფლიოს, როგორ შეუძლია ქართველ ხალხს ერთმანეთის მხარში დგომა.

იყავით მაგალითი და ასწავლეთ დანარჩენ მსოფლიოს, იქნებ მათაც ისწავლონ!
ჩვენ ყველანი  მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის წინაშე ვდგავართ. სასტუმროები და რესტორნები (და არა მარტო) იკეტება. იმედი მაქვს, ეს დიდხანს არ გასტანს…

ვეთანხმები ჩემს დას, რომელიც ამბობს: მოემზადე უარესისთვის, მაგრამ უკეთესის იმედი გქონდეს.
მაშ ასე, საქართველო, წარმატებებს გისურვებ!
ძალიან მინდა დარჩენა, მაგრამ სამწუხაროდ, იძულებული ვარ, წავიდე.
საქართველო, მე შენ მიყვარხარ!

ფრენკ მუზონე“.

წყარო: prime time

Facebook Comments
%d bloggers like this: