ქალი, რომელსაც კორონავირუსი დღეს დაუდგინდა, ასამდე ადამიანთან ერთად დახურულ სივრცეში 11 მარტს იმყოფებოდა

ქალი, რომელსაც კორონავირუსი დღეს დაუდასტურდა, ასამდე ადამიანთან ერთად დახურულ სივრცეში იმყოფებოდა და მჭიდრო კონტაქტი ჰქონდა ვირუსით დასნეულებულთან,-ამის შესახებ „კურიერის“ ჟურნალისტი ინფექციური საავადმყოფოდან იტყობინება.

პაციენტის ასაკიდან გამომდინარე, ექიმებს პროგნოზირება უჭირთ. მის მდგომარეობას სხვა დაავადებებიც ართულებს, შესაბამისად, ექიმები მასზე მუდმივ მონიტორინგს ახორციელებენ.

წყარო დადგენილია, პაციენტი კორონავირუსით სწორედ 11 მარტს დაინფიცირდა. ღონისძიებაზე ასევე იმყოფებოდა 100-მდე ადამიანი და მათი იდენტიფიცირებისთვის სამუშაოები რამდენიმე დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. ამავე ღონისძიებაზე მყოფ ცოლ-ქმარს კორონავირუსი გუშინ დაუდასტურდა. სპეციალისტები არ გამორიცხავენ, რომ დაავადების ნიშნები სხვა სტუმრებასც შეიძლება აღმოაჩნდეთ.

Facebook Comments
%d bloggers like this: