ხალხი ტაშს უკრავს, რომ მთელი საქართველოს ექიმობა უვლის კარანტინში გამოკეტილ 30 საშუალო სიმძიმის ინფიცირებულს?

ილიას უნივერსიტეტის პროფესორი ნოდარ ლადარია “მადლიერების ტაშს” სოციალურ ქსელში ეხმაურება .

“რა ხდება? ხალხი ტაშს უკრავს იმას, რომ მთელი საქართველოს ექიმობა უვლის კარანტინში გამოკეტილს ოცდაათ საშუალო სიმძიმის ინფიცირებულს?

სხვას არაფერს ვიტყვი, მაგრამ ემოციური სტაბილურობა ისეთი დაბალია, რომ სწორედ ექიმები უნდა იყვნენ ფრთხილად: ოდნავი გადაცდენა და იგივე ბრბო, როგორც იტყვიან, ნაკერავზე გაგხევთ.”-წერს ნოდარ ლადარია!

შეგახსენებთ, რომ ქართველი ექიმები უკვე რადენიმე კვირაა 24 საათიან რეჟიმში საკუთარი სიცოხლისა და ჯანმრთელობის ფასად მუშაობენ. 18 მარტს 21:00 სთ-ზე მადლიერმა ქართველებმა ისინი ერთობლივად ტაშით გაამხნევა.

Facebook Comments
%d bloggers like this: