FDA-ს განცხადება: აშშ-ში კორონავირუსის საწინააღმდეგო პრეპარატი შეიქმნა

აშშ-ის საკვებისა და მედიკამენტების კონტროლის ადმინისტრაცია (FDA) აცხადებს, რომ აშშ-მ ახალი ჩინური კორონავირუსის საწინააღმდეგო პრეპარატი შექმნა, რომელიც მალარიის სამკურნალი მედიკამენტის ბაზაზეა დამზადებული. ამის შესახებ ინფორმაცია ტელეკომპანიA NBC- მ სპეციალურ გამოშვებაში რამდენიმე წუთის წინ გაავრცელა.

პირდაპირი ჩართვისას აშშ-ს ვიცეპრეზიდენტმა, მაიკ პენსმა განაცხადა, რომ პრეპარატის დაჩქარებული ტემპით გამოცდა მიმდინარეობს, რათა დადგინდეს, რომ ის ნამდვილად უსაფრთხოა. საუბარია მალარიის საწინააღმდეგო მედიკამნტზე, რომლის გამოცდა 12 თვის განმავლობაში უნდა მომხდარიყო, თუმცა ახლა დაჩქარებულ ვადებში დასრულდება.

„FDA დაჩქარებულ რეჟიმში მუშაობს და ყველაფერს აკეთებს, რომ არსებული წამალი ჩაეშვას ხმარებაში“,-განაცხადა მან.

წინასწარი მონაცემებით, პრეპარატმა მოხალისე ინფიცირებულებზე საუკეთესო შედეგი აჩვენა.

Facebook Comments
%d bloggers like this: