ამ მძიმე პერიოდში ბიზნესი ერთმანეთს მხარდაჭერას უცხადებს

„სასტუმროების დიდი ნაწილი ყოველდღიურად იხურება, ასეთ რთულ პერიოდში ბიზნესი ერთმანეთს მხარდაჭერას უცხადებს“ – ამის შესახებ სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის თავმჯდომარე შალვა ალავერდაშვილმა რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა.

მისივე თქმით, რამდენიმე კომპანიამ გამოთქვა სურვილი, რომ თანამშრომლები, რომლებიც სასტუმროების დახურვის გამო უმუშევრები დარჩნენ, დროებით დაასაქმონ.

„მთავრობის რეკომენდაციის შემდეგ, ძალიან ბევრი ობიექტი/რესტორანი დაიხურა, ონლაინ შეკვეთებზე გადავიდა და მიტანის სერვისით ახორციელებენ საქმიანობას. ამასთან, ყოველდღიურად სასტუმროების დიდი ნაწილი იხურება. მინდა მადლობა გადავუხადო კარფურის მენეჯმენტს, სადაც ჩემი 53 თანამშრომელი დასაქმდა დროებით, ასევე დამიკავშირდნენ ტატიშვილის კლინიკები და იქაც რამდენიმე ადამიანი დასაქმდა. გარდა ამისა, „ნიკორამ“ გააკეთა განცხადება იმის შესახებ, რომ პერსონალი ვინც ჩვენთან უმუშევარი დარჩა, მიიღებდნენ დროებით სამუშაოს. ეს სოლიდარობა გადამდებია და იმედი მაქვს ბიზნესები ასე დაეხმარებიან ერთმანეთს,“- განაცხადა ალავერდაშვილმა.

Facebook Comments
%d bloggers like this: