ბრიტანეთში დღეს პირველად დააპატიმრეს ადამიანი, ვინც კარანტინზე უარი განაცხადა

British union jack flag and Big Ben Clock Tower and Parliament house at city of Westminster in the background - UK votes to leave the EU, Brexit concept

​დიდ ბრიტანეთში საგანგებო წესების შემოღების შემდეგ, კორონავირუსთან დაკავშირებული წესების დარღვევისთვის დღეს პირველად, ერთი პირი დააპატიმრეს. 

დაკავებული 26 წლის მამაკაცია, რომელიც კუნძულ მენზე ჩავიდა, თუმცა უარი განაცხადა იზოლაციაზე და პოლიციელებს წინააღმდეგობა გაუწია. მას 10 000 ფუნტი სტრელინგი ჯარიმა და 3 -თვიანი პატიმრობა ელოდება.

ჯანდაცვის მინისტრმა, მეტ ჰენკოკმა ახალი კანონმდებლობის შესახებ გამოაცხადა, რომელიც სამართალდამცავ ორგანოებს უპრეცედენტო უფლებებს ანიჭებს.

ახალი კანონპორიექტი სამართალდამცველ ორგანოებს საშუალებას აძლევს, დააკავონ და მოათავსონ ადამიანები „შესაბამის იზოლატორებში“.

მინისტრმა განაცხადა, რომ კანონში ნახსენები უფლებამოსილება „პროპორციულია ქვეყანაში შექმნილ საშიშროებასთან“, თუმცა აღნიშნა, რომ მათი გამოყენება მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში მოხდება. 

Facebook Comments
%d bloggers like this: