ვეცდებით, ხელი შევუწყოთ იმ ბიზნესს, რომელიც მიტანის სერვისზე იქნება ორიენტირებული

როდესაც ვამბობთ, რომ იზღუდება ამა თუ იმ მაღაზიის ფუნქციონირება, ამასთან ერთად, დაშვებულია მიტანის სერვისი და ჩვენ პირიქით, ვეცდებით, ხელი შევუწყოთ ისეთ ორგანიზაციებს, ასეთ ბიზნესს, რომელიც მიტანის სერვისზე იქნება ორიენტირებული“,-განაცხადა ვიცეპრემიერმა მაია ცქიტიშვილმა პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებთან საუბრისას.

მისი თქმით, საცალო ქსელის ობიექტების მუშაობა დაშვებულია დისტანციურ რეჟიმში.

„ასევე, ძალიან კარგად გვესმის, რომ აუცილებელია სასურსათო ობიექტებისა და მისი მიწოდების ჯაჭვის  ორგანიზაციების უზრუნველყოფა იმისთვის, რომ სასურსათო მაღაზიები იყოს ხელმისაწვდომი ჩვენი მოსახლეობისთვის. ამ მიმართულებით სოფლის მეურნეობის სამინისტრო და ჩვენი გუნდი მუშაობს, რომ მარაგების მუდმივი მიწოდება მოხდეს“,-განაცხადა მაია ცქიტიშვილმა. 

Facebook Comments
%d bloggers like this: