Advertisements
ბიზნესი

„ვოლტის“ კურიერები პროდუქტს ადრესატის კართან დატოვებენ

კურიერები, რომლებსაც კვების ობიექტებიდან პროდუქტები ადგილზე, გამოძახებით მიაქვთ, შეფუთულ საკვებს ადრესატის კართან დატოვებენ. შესაბამისი განცხადება „ვოლტის“ აპლიკაციზე შეკვეთის განხორციელების დროს ჩნდება. 

მისამართზე მისული კურიერი ადრესატს კარებზე ზარით ატყობინებს, პროდუქტს კართან ტოვებს და მიდის.

აღნიშნული სიფრთხილის ზომა კორონავირუსისგან დაცვის ერთ-ერთი საშუალებაა. 

გუშინ, პრემიერმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ ქვეყნის მასშტაბით იკეტება ყველა სავაჭრო ობიექტი სასურსათო მაღაზიების, აფთიაქების, ბენზინგასამართი სადგურების, ბანკებისა და საფოსტო ქსელის გარდა. 

Facebook Comments
Advertisements