ირმა ინაშვილი – ჩვენი ახალგაზრდების ინიციატივით, საქველმოქმედო პროექტი იწყება

არ ვამბობ, რომ მთებს შევძრავ, მაგრამ მგონია, რომ ისიც პატარა საქმეა, თუ დახმარების ხელს გარედან გავუწვდი, ვისაც ეს დაჭირდება,-ამის შესახებ „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი ირმა ინაშვილი სოციალურ ქსელში წერს,

მისი თქმით, პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის ინიციატივით, ამ დღეებში საქველმოქმედო პროექტი იწყება,

„სახლში ვერ დავრჩები იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ გარშემო ბევრ ადამიანს სჭირდება დახმარება. არ ვამბობ, რომ მთებს შევძრავ, მაგრამ მგონია, რომ ისიც პატარა საქმეა, თუ დახმარების ხელს გარედან გავუწვდი, ვისაც ეს დაჭირდება. ჩვენი ახალგაზრდების ინიციატივით ამ დღეებში საქველმოქმედო პროექტი იწყება,- სანიტარული პაკეტი მათთვის, ვისაც ჰიგიენური და სამედიცინო ნივთების შესაძენად საკმარისი სახსარი არ აქვს. სწორედ ამ პროექტს გავუწევ კურატორობას. გარდა ამისა, შეგიძლიათ მიმსახუროთ ნებისმიერ სხვა საქმეში, თუ სახლშიდარჩენილებს გარედან ჩემი დახმარება დაგჭირდებათ.
გვქონდეს ღმერთის იმედი, გვქონდეს ღმერთის რწმენა და ყველა განსაცდელს მოვერევით.“,-წერს ირმა ინაშვილი სოციალურ ქსელში.

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: