Advertisements
ბიზნესი

კორონავირუსის გამო დროებით უმუშევრებს GPC დასაქმებას სთავაზობს

სააფთიაქო ქსელი GPC კორონავირუსის გამო სამსახურის გარეშე დარჩენილ მოქალაქეებს დასაქმებას სთავაზობს.

ამის შესახებ სააფთიაქო ქსელი ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს.

“ქვეყანაში და მსოფლიოში მიმდინარე პანდემიის ფონზე, საფრთხის თავიდან აცილების მიზნით, ზოგიერთ კომპანიას მუშაობის დროებით შეჩერება მოუწია.

GPC-ის სააფთიაქო ქსელი მზადყოფნას გამოთქვამს, მხარდაჭერა გამოუცხადოს მათ, რომელთაც სამუშაო ადგილები დროებით აღარ აქვთ. 

“გთავაზობთ პოზიციებს ჩვენს აფთიაქებსა და საწყობში, რომლებიც არ მოითხოვს სამედიცინო განათლებას და რომლებზეც შეგიძლიათ მოგვმართოთ დასაქმებისთვის: 

ტექნიკური ასისტენტი აფთიაქში, 
დიასახლისი აფთიაქში, 
ამომკრეფი (საწყობში), 
მუშა (საწყობში).

დაინტერესების შემთხვევაში შეგიძლიათ შეავსოთ სავაკანსიო განაცხადი ბმულზე: https://rb.gy/k0ou7h” – აღნიშნულია “ჯიპისის” მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

Facebook Comments
Advertisements