ლევან რატიანი: მარსელის კლინიკის გაიდლაინით მკურნალობამ, რომელიც 2 პრეპარატის მიღებას გულისხმობს, დადებითი ეფექტი მოგვცა

მოგეხსენებათ, რომ ჩვენს ქვეყანას ამ ეტაპზე მკურნალობის სტანდარტთან დაკავშირებით სახელმწიფო პროტოკოლი არ გააჩნია, ამიტომ, ჩვენი კლინიკა ხელმძღვანელობს მარსელის საუნივერსიტეტო კლინიკის მიერ გამოყენებული მკურნალობითა და გაიდლაინით,-ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისვე თქმით, აღნიშნული მკურნალობის ჩატარებამ კარგი შედეგი აჩვენა და კლინიკაში მოთავსებული, კორონავირუსით დაინფიცირებული ოთხივე ოთხივე პაციენტის მდგომარეობა დადებითი კლინიკური სურათით ფასდება.

„მარსელის კლინიკის გაიდლაინით მკურნალობის ჩატარებამ მოგვცა ეფექტი. ოთხივე პაციენტის მდგომარეობა ამ ეტაპზე დადებითად ფასდება. დღეს შეიკრიბება საკოორდინაციო საბჭო და ვფიქრობ, რომ ჩვენს პროტოკოლში გათვალისწინებული იქნება აღნიშნული მკურნალობის ტაქტიკა. მარსელის მკურნალობა გულისხმობს მხოლოდ და მხოლოდ ორი პრეპარატის მიღებას და ამ ორი პრეპარატით მკურნალობისას, მათივე კვლევით, 95%-ში მიიღეს სრულად გამოჯანმრთელება, მოკლე დროის პერიოდში, ეს პერიოდი განისაზღვრება 10-დან 14 დღემდე ვირუსის ელიმინაცია.პრეპარატების დასახელებისგან ამ ეტაპზე თავს შევიკავებ“, – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას ლევან რატიანმა.

მისივე თქმით, 80 წელს გადაცილებული პაციენტის მდგომარეობა მკვეთრად დადებითია.

„რაც შეეხება 80 წელს გადაცილებულ ქალს, ჩატარებული მკურნალობის შემდეგ, გასულია 24 საათი. მისი მდგომარეობა არის დადებითი დინამიკით. სუნთქვის უკმარისობის კლინიკური ხარისხი შემცირებულია. გუნება-განწყობილება აღნიშნულ პაციენტთან დადებითად ფასდება. აქედან გამომდინარე, ამ ეტაპზე შემიძლია გითხრათ, რომ პაციენტის მდგომარეობა მკვეთრად დადებითია“, – აცხადებს ლევან რატიანი.

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: