ნიუ იორკის მერი აცხადებს, რომ მედიკამენტების მარაგი 2 კვირაში დამთავრდება, ქალაქში 1 დღეში 1644 ახალი შემთხვევაა

ნიო-იორკში 1 დღეში COVID-19-ის 1644 ახალი შემთხვევა დარეგისტრირდა და საერთო რაოდენობამ 3614 შეადგინა. 

ქალაქის მერმა, ბილ დე ბლაზიომ პრეს-კონფერენციაზე ჟურნალისტებს შოკისმომგვრელი სტატისტიკა გააცნო,-ამის შესახებ „დეილი მეილ“ იტყობინება.

მოგვიანებით მერმა „სი ენ ენ“-ს განუცხადა, რომ ქალაქს მედიკამენტების მარაგი 2 კვირაში ამოეწურება, თუ დაავადება ასეთი ტემპით გააგრძელებს გავრცელებას. 

ნიუ იორკი ითხოვს 15 000 სასუნთქ სისტემას, 3 მილიონ ნიღაბს N95, 50 მილიონ ქირურგიულ ნიღაბს, 25 მილიონ ხალათს, ხელთათმანს და კომბინიზონს. 

ქალაქში კორონავირუსის გამო სიკვდილის 22 შემთხვევაა, 169 ადამიანი რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება. როგორც მერმა აღნიშნა, ქალაქის ყველა რაიონი ინფექციისგან დაზიანებულია, თუმცა ყველაზე ცუდი მდგომარეობაა ბრუკლინში. 

კორონავირუსით დაინფიცირდა ერთ-ერთი პატიმარიც, რამდენიმეს კი, სიმპტომები აღენიშნება. 

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: