სასაზღვრო – გამშვებ პუნქტებზე დამატებითი საკარანტინე სივრცეები მოეწყობა

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, სასაზღვრო – გამშვებ პუნქტებზე დამატებითი საკარანტინე სივრცეები მოეწყობა.

ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც ჩიქოვანმა აღნიშნა, საკარანტინე სივრცეები მოეწყობა ლარსთან, წითელ ხიდთან და სარფთან.

„მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ სასაზღვრო – გამშვებ პუნქტებზე, ლარსში, წითელ ხიდზე და სარფთან სიახლოვეს მოეწყოს დამატებითი საკარანტინე შესაძლებლობები, რაც საშუალებას მოგვცემს უკეთესად ვმართოთ ეს ვითარება“, – განაცხადა ჩიქოვანმა.

ხვალიდან სრულად წყდება საჰაერო მიმოსვლა და განხორციელდება მხოლოდ ის ავიარეისები, რომლებიც არის წარმოებული საქართველოს ავიახაზების მიერ, მთავრობასთან კოორდინაციით.

Facebook Comments
%d bloggers like this: