სახლში ვარ გაძლიერებულ კვებაზე გადასული თვითიზოლაციასთან დაკავშირებით

ადრე თქვენი ტელევიზიების მთავარი თემა იყო პოლიტპატიმრები და ახლა მთელი მსოფლიოს ბედი შინაპატიმრობა გახდა. ასე, რომ შიგნით იქნები თუ გარეთ დიდი მნიშვნელობა არ აქვს,-ამის შესახებ ტვ-პირველის ეთერში, პირდაპირი ჩართვისას დიზაინერმა ზალიკო ბერგერმა კორონავირუსზე საუბრისას განაცხადა.

მისი პროგნოზით, ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა 14-დან 20 აპრილამდე გამოვა და ყველაფერი დაწყნარდება. 

„სახლში ვარ გაძლიერებულ კვებაზე გადასული თვითიზოლაციასთან დაკავშირებით, ამ ვირუსს რომ გადავიტანთ, მერე დიეტოლოგი გახდება მთელი სოციალური ქსელის მომხმარებლები, როგორც ახლა ინფექციონისტია საქართველოს მთელი მოსახლეობა. 

ჩემი პროგნოზია, რომ 14 0დან 20 აპრილამდე გამოვა ვაქცინა და გაიყიდება, როგორც ხდება ხოლმე, გამდიდრდება ფარმაცევტული კომპანიები და ეს იქნება ჩვენი ვირუსის დასრულება. კორონასაც დავემშვიდობებით, რომელმაც რაღაცაც გვასწავლა- ერთმანეთის სიყვარული, მონატრება და უცხო სიტყვა- კლასტერი“,-განაცხადა მან.  

Facebook Comments
%d bloggers like this: