სინოდის გადაწყვეტილებით, წმინდა ზიარების წესი არ შეიცვლება

ახალ კორონავირუსთან დაკავშირებული ვითარების გამო, წმინდა ზიარების წესი არ იცვლება. ამის შესახებ სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ მეუფე ნიკოლოზმა განაცხადა. შესაბამის საკითხზე დღეს წმინდა სინოდმა იმსჯელა და აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღო.

„ჩვენ მიგვაჩნია და წმინდა სინოდში არანაირი აზრთა სხვადასხვაობა არ არის, რომ ეჭვის შეტანა იმაში, რომ ზიარების საერთო კოვზით ინფექცია შეიძლება გადაედოს ვინმეს, ეს არის ყოვლად გამორიცხული, შესაბამისად, ამას რაც შეეხება არავითარი ცვლილება არ შეიძება რომ იყოს, -განაცხადა მან.

მისი თქმით, ცვლილება შეეხება იმას, რომ ღვთისმსახურების მოსმენა შესაძლებელი იქნება ტაძრის გარეთაც გახმოვანების საშუალებით.

საპატრიარქოში სინოდის სხდომა რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა, სადაც განხილვის მთავარი თემა სწორედ ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით ქვეყანაში შექმნილი ვითარება და პრევენციული ღონისძიებები იყო.

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: