ირაკლი ზარქუას დამ covid-19 -თან ბრძოლისთვის ბიუჯეტს 10 ათასი დოლარი შესწირა

 თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის, ირაკლი ზარქუას დამ, დიზაინერმა და ბრენდ Nina Zarqua collection-ის დამ­ფუძ­ნე­ბელ­მა ნინა ზარ­ქუ­ამ კო­რო­ნა­ვირუს­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ვი­თა­რე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით სა­ხელ­მწი­ფო ბი­უ­ჯეტს 10 ათა­სი დო­ლა­რი შეს­წი­რა.

დი­ზი­ა­ნე­რის თქმით, კო­რო­ნა­ვირუს­მა კერ­ძო ბიზ­ნეს­საც შე­უქ­მნა პრობ­ლე­მე­ბი. პი­რა­დად მას მომ­ხმა­რებ­ლი­სა და მო­მუ­შა­ვე პერ­სო­ნა­ლის ჯან­მრთე­ლო­ბის დაც­ვის მიზ­ნით მა­ღა­ზი­ის და­ხურ­ვაც მო­უხ­და. თუმ­ცა ზარ­ქუა ფიქ­რობს, რომ ახლა ქვე­ყა­ნა­ში და ზო­გა­დად მსოფ­ლი­ო­ში შექ­მნი­ლი ვი­თა­რე­ბის გამო, ნე­ბის­მი­ე­რი პირი სა­კუ­თარ პი­რად ინ­ტე­რე­სებ­ზე მაღ­ლა უნდა დად­გეს და სა­ზო­გა­დო­ე­ბის იმ ფე­ნის და­სახ­მა­რებ­ლად უნდა გა­ერ­თი­ან­დეს, რო­მე­ლიც ვირუს­მა ყვე­ლა­ზე მე­ტად და­ა­ზა­რა­ლა.

დი­ზი­ა­ნი­ე­რი არ გა­მო­რი­ცხავს, რომ მოვ­ლე­ნე­ბის გან­ვი­თა­რე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე სა­ხელ­მწი­ფოს კი­დევ რამ­დენ­ჯერ­მე გა­უ­წო­დოს დახ­მა­რე­ბის ხელი.

“Nina Zarqua collection“ის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი ანა­ლო­გი­უ­რი აქ­ცი­ის­კენ მო­უ­წო­დებს მო­დის ინ­დუსტრი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებს, რო­მელ­თაც აქვთ შე­საძ­ლებ­ლო­ბა მცი­რე­დით მა­ინც და­ეხ­მა­რონ სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ველ ფე­ნას.

აქვე გე­ტყვით, რომ ეს დი­ზი­ა­ნე­რის პირ­ვე­ლი საქ­ველ­მოქ­მე­დო აქ­ცია არ არის, ის და­ბა­დე­ბის დღე­ებს კა­თარ­ზის­ში ბე­ნე­ფი­ცი­ა­რებ­თან ერ­თად იხ­დის და დღე­სას­წა­ულს სა­კუ­თარ და­ბა­დე­ბის დღე­ზე მო­ხუ­ცებს უწყობს.

ყო­ფი­ლი მო­დე­ლი ნინა ზარ­ქუა აქ­სე­სუ­ა­რე­ბის, ფეხ­საც­მე­ლე­ბის, ჩან­თე­ბი­სა და სამ­კა­უ­ლის ხაზ­ზე მუ­შა­ობს, რო­მე­ლიც მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნა­ში იყი­დე­ბა. ქარ­თვე­ლი დი­ზა­ი­ნე­რის სა­ხე­ლი დიდი ხა­ნია გას­ცდა სა­ქარ­თვე­ლოს ფარ­გლებს. 2019 წელს, მუ­სი­კა­ლურ ფეს­ტი­ვალ­ზე Coachella Valley Music and Arts-ზე ცნო­ბი­ლი ამე­რი­კე­ლი ტოპ-მო­დე­ლი კენ­დალ ჯე­ნე­რი, სწო­რედ ზარ­ქუ­ას შექ­მნი­ლი ბრჭყვი­ა­ლა ფეხ­საც­მლით წარ­სდგა.

წყარო: “ამბები.გე”

 

Facebook Comments
%d bloggers like this: