ხათუნა ხოფერია – სულ მაქვს განცდა, რომ კიდევ ცოტაც და… კროპტოვალუტა დაბრუნდება!

ხათუნა ხოფერია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

„შეხვედრამდე ვირტუალურ დედამიწაზე!!!

სულ ვფიქრობ, რას მაგონებს დღევანდელი ჩვენი ცხოვრების წესი?!…
ვირტუალურ სამყაროს!
დიახ, ვირტუალურ სამყაროს, სადაც ყველაფერი ყოფითი, ხელშესახები, ფიზიკურად გასაკეთებელი, ფიზიკურად სასიამოვნო და მრავალი სხვა იკრძალება და ყოველივე ამას თვითიზოლაცია დაერქვა.
თვითიზოლაცია საკუთარ ჩაკეტილ სივრცეში – საკუთარ ნაჭუჭში.
და მაინც, როგორ სამყაროშიც არ უნდა ვიცხოვროთ, როგორი მოდელირებაც არ უნდა შემოგვთავაზონ ჩვენი ყოფის, ფული საჭიროა!
ფული არის საჭირო თავად მოდელირებულ, ვირტუალურ, ინტერნეტსახელმწიფოშიც კი!
ჰო, ეს ასეა!
ამიტომ, სულ მაქვს განცდა, რომ კიდევ ცოტაც, კიდევ ერთი-ორი ექსპერიმენტი და… კროპტოვალუტა დაბრუნდება!…
კრიპტოვალუტა გახდება სავალდებულო… ფული, რომელსაც ვერ შეეხები, რომელიც არ არსებობს ფიზიკურად, (ისევე, როგორც არ იარსებებს ცოტა ხანში გაკოცე-მაკუცო ტუჩებით) ფული, რომელიც დროის და ენერგიის სიმბიოზია და ისევე ხელშეუხებელია, როგორც დრო და ენერგია…
მოკლედ,
მოვემზადოთ და მომავალ შეხვედრამდე ვირტუალურ დედამიწაზე!“,-წერს ხათუნა ხოფერია.

Facebook Comments
%d bloggers like this: