არ უნდა გვჭირდებოდეს ახსნა-განმარტება, რომ “ნაჩუქარ ცხენს კბილებს არ უსინჯავენ”-მანჩო გიორგობიანი

,,პრეტენზიულების საყურადღებოდ, ვინც შარზეა და ლევან ვასაძის დაკნინებას ცდილობს … არ უნდა გვჭირდებოდეს ახსნა-განმარტება, რომ “ნაჩუქარ ცხენს კბილებს არ უსინჯავენ” , ხოლო სხვის საფულეში ყურება და გაჩუქებული ფულის თვლა, ცოტაა თუ ბევრია, სულ ცოტა , უხერხულია.. მით უმეტეს, როდესაც შენ თვითონ არ ხარ ქველმოქმედი და არ ინახავ ასობით, არ ეხმარები ათასობით ოჯახს… უახლოეს პერიოდში, არ დავიზარებ და უფრო დავაკონკრეტებ, როდის რა გაუკეთა თავის ხალხს და ქვეყანას ჩემმა ბავშვობის ძმაკაცმა, რომელიც როგორი ადამიანიც იყო, ზუსტად ისეთი დარჩა და სიმდიდრემ არ შეცვალა…

ლევან, გმადლობ!

ლევან ვასაძემ წინა დღეებში 50 000 ლარი გადარიცხა ინფიცირებულთა დასახმარებლად,გუშინ ისევ გადარიცხა 10 000 ლარი,და ჯანდაცვას შესთავაზა რომ თავის ორ შენობას დაუთმობს კარანტინისთვის,თითო შენობაში 100 ადამიანის მოთავსებაა შესაძლებელი,,,
მან საკუთარ თავზე აიღო თავისი შენობების კარანტინად გადაკეთების ხარჯები,კომუნალური გაზის დენის გადასახადები,და კარანტინში მყოფი ადამიანების საკვებით მომარაგება
ასევე მისი კომპანია ბაგრატიონი ამ ფონდში ჩარიცხავს მოგების 10%-ს, სანამ კორონა ვირუსი გაგრძელდება საქართველოში.”-წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე მანჩო გიორგობიანი

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: