ბათუმში კორონავირუსის მეორე შემთხვევა დადასტურდა

ბათუმში კორონავირუსის მეორე შემთხვევა დადასტურდა. ამის შესახებ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრმა ზაალ მიქელაძემ განაცხადა.

ახალ პაციენტს საფრანგეთში მოგზაურობის ისტორია აქვს. იგი სამი დღის წინ დაბრუნდა ქვეყანაში და საკარანტირო ზონაში იმყოფებოდა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 44 შემთხვევაა დადასტურებული.

Facebook Comments
%d bloggers like this: