,,გამარჯობა მეგობრებო. მინდა მოგაწოდოთ კარანტინის პირობები, რაშიც ამჟამად ვართ”-მაიკო მურაჩაშვილი

,,გამარჯობა მეგობრებო. მინდა მოგაწოდოთ კარანტინის პირობები, რაშიც ამჟამად ვართ!

გუშინ გადმოყვანილი 50 ადამიანი თბილისიდან. არც ერთს არ დაგვიდასტურდა, მაგრამ სავალდებულო კარანტინია. ოდნავი შოკის და წუწუნის მერე, თნილისიდან გამოგვამგზავრეს ბათუმისკენ. ვართ ,,კოლიზეუმ მარინა”- ში. მოგეხსენებათ 5* სასტუმროა.

კარანტინი არაა საშიში, გთხოვთ გაიზროთ, არ აყვეთ პანიკებს უბრალოდ გაითვალისწინეთ, რომ წინასწარ არ გაფრთხილებენ სად მიდიხართ, ამიტომ თუ მოგიწიათ ინფექციურში 1-2 დღით გაჩერებამ, წინასწარ იცოდეთ, რომ გადახვალთ კარანტინში და დაიმარაგოთ საკმარისი ტანსაცმელი და პირადი საჭიროების ნივთები.

აქვე თვალსაჩინოებისთვის ვდებ საკარანტინე სასტუმროს სურათებს. განსაკუთრებული მადლობა ჩვენს მედპერსონალს, ამდენ დაშინებულ და ხანდახან არაადექვატურად დაპანიკებულ ხალხს რომ უძლებს. მადლობა სასტუმროს პერსონალს, უგულისხმიერესი მომსახურებისთვის, გადასარევი კვებისთვის. და მადლობა ჩვენს მთავრობას, რომ ახერხებს და ასე უმკლავდება ვირუსს , მაქსიმალური კომფორტის შექმნით, ნუ რაღაც უხერხულობები შეგვექმნა, მაგრამ მოქალაქეობრივი მოვალეობა უპირველეს ყოვლისა 
ყველას ჯანმრთელობას გისურვებთ და გამძლეობას”- წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე, კარანტინში მყოფი მაიკო მურაჩაშვილი

Facebook Comments
%d bloggers like this: