თურქეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 9-მდე გაიზარდა

თურქეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 9-მდე, ხოლო ინფიცირებულთა ოდენობა 670-მდე გაიზარდა.

ბოლო 24 საათის მონაცემები ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა ფაჰრეთინ ჯოკამ სოციალური ქსელის საკუთარ ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნა.

“ჯერჯერობით 9 ადამიანი დავკარგეთ. ყველა მათგანი ასაკოვანი იყო. დავიცვათ ჩვენი მოხუცები. ჩვენ უნდა ვაჩვენოთ მოქნილობა ამ ბრძოლაში,” – დაწერა ჯანდაცვის მინისტრმა ტვიტერზე.


Facebook Comments
%d bloggers like this: