თუ პრობლემები არ გადაწყდა ოპერატულად, შეუქცევედი პროცესების მომსწრენი გავხდებით-აკაკი სვანიძე

,,საქართველოში მილიარდზე მეტი შემოსავალი მხოლოდ 2 კომპანიას აქვს, მილიონ ლარზე მეტი შემოსავალი კი 7000-ზე მეტ კომპანიას უფიქსირდება. ბიუჯეტში გადასახადების სახით მილიონ ლარზე მეტი 1000-ზე მეტ კომპანიას შეაქვს.

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების ელექტრონული საინფორმაციო სისტემის მონაცემებით, იმ პირთა რაოდენობა, რომელთაც 2016 წელს ბიუჯეტში გადახდილი ქონდათ 1 მილიონ ლარზე მეტი ოდენობის გადასახადები შეადგენს 1104 გადამხდელს, ხოლო 2017 წელს მათი რაოდენობა 1190-მდე გაიზარდა.

იმ პირთა რაოდენობა, რომელთაც 2016 წლის საშემოსავლო გადასახადის წლიური და მოგების გადასახადის დეკლარაციების მიხედვით უფიქსირდებათ 1 მილიონ ლარზე მეტი ერთობლივი შემოსავალი შეადგენს 7180 გადამხდელს.

1 მილიარდ ლარზე მეტი ერთობლივი შემოსავალი მიღებული აქვს 2 გადამხდელს.

7180 გადამხდელს უფიქსირდება ერთ მილიონზე მეტი შემოსავალი.

დაეხმარეთ სახელმწიფოს ,დაეხმარეთ ქვეყანას , შექმენით რამე ფონდი თორემ ოხრად დარჩება ეგ ყველაფერი ….

დასაქმებულთა 60-70% იმ სექტორიდან იღებდა შემოსავალს, რომელთაც (არსებული სიტუაციიდან გამომდინარე )ფუნქციონირება შეუჩერდა (სწორადაც) სწორი ანალიზია გასაკეთებელი სახელმწიფოს მხრიდან თუ ეს ყველაფერი გაგრძელდა ორი თვე მაინც . იმითი თავის დამშვიდება რომ სურსათი საკმარისია ქვეყანაში საქმეს არ უშველის . სურსათს ფული სჭირდება , ამ სექტორში დაკავებული ხალხი( სასტუმროები , მშენებლობები , კაფე- რესტორნები ……) ასე ვთქვათ ,,პურის ფულს” ყოვედღიური შრომით მოიპოვებდა .
თუ ეს პრობლემები არ გადაწყდა დროულად და ოპერატულად შეუქცევედი პროცესების მომსწრენი გავხდებით……”-წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე, მსახიობი აკაკი სვანიძე

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: