ისე არ წვიმს, როგორც ქუხს – საპანიკო ნამდვილად არაფერია

ვფიქრობ, ეს ნაბიჯი აუცილებელიც იყო, იმისთვის, რომ მაქსიმალურად დაზღვეული იყოს ვირუსის გავრცელების შესაძლებლობა,-ასე ეხმაურება ანალიტიკოსი ანდრია გვიდიანი საგანგებო წესების გამოცხადებას.

მისი თქმით, ეს ნაბიჯი აუცილებელი იყო.

„საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. ამას ველოდებოდი და, ვფიქრობ, ეს ნაბიჯი აუცილებელიც იყო, იმისთვის, რომ მაქსიმალურად დაზღვეული იყოს ვირუსის გავრცელების შესაძლებლობა. ბუნებრივია, ყველა კარგად ვხვდებით, რომ ეს ნაბიჯი გადაიდგა თითოეული ჩვენთაგანის ჯანმრთელობის დაცვის მიზნით.

მესმის, საგანგებო მდგომარეობის შემოღება ცოტა მძიმედ ჟღერს, თუმცა ისე არ წვიმს, როგორც ქუხს – საპანიკო ნამდვილად არაფერია. საგანგებოს რეჟიმი რა შეზღუდვებსაც აწესებს, მათი უმრავლესობა პრაქტიკაში უკვე დანერგილია. მოსახლეობის უმრავლესობა ისედაც თვითიზოლაციაშია და გარეთ სიარული ყველას თავადვე აქვს შეზღუდული.

ასე რომ, ჯობს ამ ეტაპზე ცოტა ხანი უფრო მეტი სიფრთხილე გამოვიჩინოთ და სამაგიეროდ, მინიმუმამდე დავიყვანოთ ვირუსის გავრცელების რისკი.

არ შევხედოთ ამ ამბავს დრამატულდ უბრალოდ ცოტა მოგვენატრება ერთმანეთი, ძალიან მალე დამთავრება ეს ამბავი და ყველა დავუბრუნდებით ჩვეულ ცხოვრების წესს“,-წერს ანდრია გვიდიანი სოციალურ ქსელში.

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: