კორონავირუსის მსგავსი სიმპტომების მქონეთათვის ცენტრალური მიმღები რესპუბლიკური საავადმყოფო იქნება, სადაც პაციენტს მხოლოდ სასწრაფო დახმარება ან საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრი მიიყვანს

რესპუბლიკური საავადმყოფო იქნება ცენტრალური მიმღები ყველა პაციენტისთვის, რომელთან გამოვლენილი აქვთ ახალი კორონავირუსის მსგავსი სიმპტომები, – ამის შესახებ რესპუბლიკური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა ლევან გოფოძემ განაცხადა.

მისი თქმით, ყველა ასეთ პაციენტს მხოლოდ სასწრაფო დახმარების სამსახური ან საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრი რესპუბლიკურ კლინიკაში მიიყვანს.

„მათი გამოკვლევა მოხდება აქ. როგორც კი გვექნება სწრაფი ტესტები და ამის შემდეგ ჩვენვე გადავანაწილებთ სხვადასხვა კლინიკაში. ამ დროისთვის არ გვაქვს ინფორმაცია, რამდენს ველოდებით. მუდმივ კომუნიკაციაში ვართ საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრთან და სასწრაფო დახმარების სადგურთან. ისინი გვატყობინებენ წინასწარ, ჩვენ მათთან ერთად გავდივართ კონსულტაციას, თუ რა კლინიკური სიმპტომები აქვს ამა თუ იმ ადამიანს და შემდეგ ამის მიხედვით ხდება ჩვენთან გადმომისამართება“, – განაცხადა ლევან გოფოძემ.

როგორც მან აღნიშნა, რესპუბლიკურ საავადმყოფოს 120 პაციენტის მიღება შეუძლია, აქედან 50, ვისაც რეანიმაცია და ინტენსიური დახმარება ესაჭიროება.

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: