კორონავირუსის სამი ახალი შემთხვევიდან ერთი ესპანეთიდან არის შემოტანილი

Nusagi

კორონავირუსის სამი ახალი დადასტურებული შემთხვევიდან ერთი ესპანეთიდან არის შემოტანილი, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.

მისი თქმით, სამი ახალი შემთხვევიდან ერთი პაციენტი ინფექციურ კლინიკაშია მოთავსებული. დანარჩენი ორის შესახებ კი, მისთვის ინფორმაცია ცნობილი არ არის.

„დღეისთვის საქართველოში ახალი კორონავირუსის 47 შემთხვევა დასტურდება. აქედან ერთი ახალი ჩვენი ცენტრიდან არის. გუშინ თბილისის ინფექციურ კლინიკაში 21 ტესტი ჩატარდა და ერთთან მივიღეთ დადებითი პასუხი. დანარჩენთან უარყოფითი.

პარალელურად როგორ იცით, შემოსულ პაციენტებთან, რომლებთანაც უკვე გავიდა 15-16 დღე პერიოდულად ტარდება ტესტირება, ჯერჯერობით დინამიურად გაუმჯობესებულია, სუსტი დადებითი მაჩვენებლი აქვთ ტესტის შედეგებს. რაც უკვე ამბობს, რომ იმ კრიტერიუმით, რამდენ დღეშიც განმეორება სჭირდება, ალბათ უკვე ნეგატიური, ანუ უარყოფითი პასუხი იქნება. ამაზე თანდათანობით მოგაწვდით ინფორმაციას. მონიტორინგი შეგვიძლია ჩავატაროთ ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე. ერთი ახალი ესპანეთიდან შემოტანილი შემთხვევაა“, – განაცხადა ეზუგბაიამ.

Facebook Comments
%d bloggers like this: