მოგნიშნავდით პერსონალურად, მაგრამ 50-ზე მეტი არაო,თვითონ მოინიშნეთ თქვენი ჭკვიანი თავები! -ბონდო მძინარაშვილი

დღეს, 21 მარტს, ქართული ჟურნალისტიკის დღეა!

გილოცავთ, კოლეგებო! 

განსაკუთრებით ვულოცავ იმ პატარა გოგო-ბიჭებს, მიკროფონებით, დიქტოფონებით, ტელეკამერებით პირველ ნაბიჯებს რომ დგამენ დიდ ჟურნალისტიკაში! 

ამ მამაცმა ბავშვებმა, ხანდახან ძალიან რომ გვაღიზიანებენ დასწრებაზე დასმული შეკითხვებით, ბოლო დღეებში საოცარი გამძლეობა გამოავლინეს და ყოველდღე, 24-საათიან რეჟიმში მუშაობით უდიდესი საქმე გააკეთეს: საქართველოს მოსახლეობას ღია ეთერით აწვდიდნენ და აწვდიან უახლეს ინფორმაციას!

ის, რომ საზოგადოება დაძაბული არ არის და ინსინუაციებისა და სპეკულაციებისთვის სივრცე არ დარჩა, სწორედ ამ გოგო-ბიჭების დამსახურებაა! 

ექიმების და ხელისუფლების წარმომადგენლების ყოველდღე და დღეში რამდენჯერმე “შეწუხება” ჟურნალისტების აკვიატება კი არა, მოვალეობაა და ეს ძალიან კარგად ესმით პროფესიონალებს!

ვწერ ამ მილოცვას და ვიხსენებ დიდი კაცის – ბატონი თენგიზ ცერცვაძის ღიმილიან რეპლიკას, – ასეთი პატარები ასე გვიანობამდე მუშაობთო? – გაკვირვებულმა სიყვარულით რომ ჰკითხა ინფექციური საავადმყოფოს კართან მომლოდინე ჟურნალისტებს.

და მათაც უპასუხეს, – პატარები არ ვართო!

უკვე დიდები არიან!
ახლა უკვე დიდები არიან! ❤️

დღეს საქართველოს თითოეული მოქალაქე რომ ინფორმირებულია უზუსტეს დეტალებამდე, სწორედ ჟურნალისტების დამსახურებაა!

ჰოდა, რაკი ვინც ინფორმირებულია, ის შეიარაღებულიც არის, დღეს ჩვენი საზოგადოების დაცვას ოპერატიული ინფორმაციის დროულად მიღებაც მნიშვნელოვნად განაპირობებს!

პროფესიულ დღეს ვულოცავ ყველა ჟურნალისტს, ოპერატორს, ფოტორეპორტიორს, რედაქტორს, პროდიუსერს, წამყვანს, რეჟისორს, მემონტაჟეს, გრაფიკოსს, სტილისტს, კორექტორს, დაკაბადონებელს, მედია-მენეჯერს!

პროფესიულ დღეს ვულოცავ ქართული ჟურნალისტიკის იმ ჯარისკაცებს, რომლებიც დღეს სხვადასხვა მიზეზით “მწყობრში” არ არიან, მაგრამ ყველაზე მაგარი მაყურებლები, მსმენელები და მკითხველები არიან, რადგან მათ გამჭრიახ გონებას და მახვილ თვალს არაფერი გამოეპარება!

პროფესიულ დღეს ვულოცავ უმაღლესი სასწავლებლების პროფესორ-მასწავლებლებს, რომლებიც მომავალ ჟურნალისტებს თეორიულ საფუძვლებს ასწავლიან და პროფესიული დაოსტატების აღმართზე იმ “ზურგჩანთას” ატანენ, რომელიც, რაც უფრო მძიმეა, მით უფრო მსუბუქად სატარებელია!

ქართული ჟურნალისტიკის დღეს ვულოცავ რესპონდენტებს, მაყურებლებს, მსმენელებს და მკითხველებს! 

ყველას გილოცავთ და გლოცავთ! 

P. S. მოგნიშნავდით პერსონალურად, მაგრამ 50-ზე მეტი არაო და, თქვენი ამბავი რომ ვიცი, რაღა მე გამომტოვაო, გაიბუსხებოდით. 
ამიტომ თვითონ მოინიშნეთ თქვენი ჭკვიანი თავები! 

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: