პრეპარატი „პლაქვენილი“ საპროფილაქტიკო მოხმარების არ არის და არავითარი აუცილებლობა არაა, რომ მოსახლეობამ შეიძინოს

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი მარინა ეზუგბაია განმარტავს, რომ პრეპარატი „პლაქვენილი“ საპროფილაქტიკო მოხმარების არ არის.

ეზუგბაიას განცხადებით, არავითარი აუცილებლობა არ არის, რომ მოსახლეობამ შეიძინოს და სახლში დააწყონ ეს პრეპარატები.

„პლაქვენილი“ არ არის საპროფილაქტიკო მოხმარების პრეპარატი. ეს პრეპარატი მხოლოდ ინფიცირებულებს ენიშნებათ. არავითარი აუცილებლობა არ არის შეიძინონ და სახლში დააწყონ ეს პრეპარატები. ასეთმა საქციელმა შეიძლება დეიფიციტური გახადოს და კლინიკაში მოთავსებულმა პაციენტმა ვეღარ მიღოს. ნებისმიერ ადამიანს, ვისაც დაუდასტურდება ვირუსი და მოხვდება კლინიკაში, ამ პრეპარატს მიიღებს და მისი სახლში დაწყობის საჭიროება არ არის“, – განაცხადა ეზუგბაიამ.

Facebook Comments
%d bloggers like this: