საერთაშორისო სავალუტო ფონდი – მსოფლიო ეკონომიკა კორონავირუსის შედეგებს გაუმკლავდება

Nusagi

საერთაშორისო სავალუტო ფონდში მიაჩნიათ, რომ მსოფლიო ეკონომიკა კორონავირუსის შედეგებს გაუმკლავდება. ამის შესახებ ნათქვამია ფონდის სტრატეგიის, პოლიტიკისა და ანალიზის დეპარტამენტის დირექტორის მარტინ მიულეიზენისინტერვიუში რომელიც ფონდის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

მიულეიზენის თქმით, კორონავირუსის კრიზისი იმ მომენტში დაიწყო, როდესაც მსოფლიო ეკონომიკა მზადაა გამოწვევებისთვის, ხოლო ფინანსური ინსტიტუტები „საუკეთესო ფორმაში“ არიან, ვიდრე ეს 2008 წლის ეკონომიკურ კრიზისამდე იყო.

მისივე განცხადებით, ახლა მთავარია ვირუსის გავრცელება შეჩერდეს.

„ისე უნდა ვიმოქმედოთ, რომ რაღაც მომენტში უნდა გაჩნდეს განცდა, რომ შოკი დროებითი იქნება, ხოლო შედეგები მრავალ თვეს არ გაგრძელდება“, – განაცხადა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მაღალჩინოსანმა.

მისივე თქმით, სხვადასხვა ქვეყნების ეროვნულმა ბანკებმა მიღებული ზომების კოორდინაცია უნდა შეძლონ.

მანამდე მარტინ მიულეიზენმა განაცხადა, რომ ეკონომიკური პრობლემების შემთხვევაში, საერთაშორისო სავალუტო ფონდი მზად არის, განვითარებადი ქვეყნებისთვის 50 მილიარდი დოლარის ოდენობით ფინანსური დახმარება გამოყოს.

Facebook Comments
%d bloggers like this: