საქართველოში შემოსული ყველა მოქალაქე კარანტინში გადავა

საქართველოში შემოსული ყველა მოქალაქე საკარანტინო ზონაში მოთავსდება. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, გაიზარდა საქართველოს მოქალაქეების ნაკადი საბაჟო-გამშვები პუნქტებიდან – ლარსი, სარფი და წითელი ხიდი. ამიტომ აღნიშნულ ტერიტორიებზე საკარანტინე ზონები მოეწყობა.

“ყველა მოქალაქე, რომელიც დღეიდან საზღვარს გადმოკვეთავს, განთავსებული იქნება საკარანტინე ზონაში, რადგან ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა როგორც ქვეყანაში, ისე მის საზღვრებს გარეთ”, – აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 43-მდე გაიზარდა, საკარანტინო ზონებში 1925 ადამიანი იმყოფება, ხოლო ექიმები კლინიკებში 271 პაციენტს აკვირდებიან.

Facebook Comments
%d bloggers like this: