საჩხერის სამედიცინო ცენტრში მყოფი ოთხი პაციენტის ანალიზის შედეგად კორონავირუსი არ დადასტურდა

საჩხერის სამედიცინო ცენტრმა ლაბორატორიიდან ოთხი პაციენტის ანალიზების პასუხები მიიღო და კორონავირუსზე ოთხივეს პასუხი უარყოფითია. კლინიკის დირექტორის, მიხეილ ქამუშაძის ინფორმაციით, კვლავ სტაბილურია იმ სამი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომლებსაც კორონავირუსი დაუდასტურდათ.

ქამუშაძის განცხადებით საკარანტინე სივრცეს გვიან ღამით 13 ახალი მოქალაქე დაემატა. მოქალაქეებს საზღვარგარეთ მოგზაურობის ისტორია აქვთ.

მიხეილ ქამუშაძე აცხადებს, რომ საჩხერეში სულ 42 მოქალაქეა კარანტინში და ყველა მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

Facebook Comments
%d bloggers like this: