Advertisements
სპორტი

ტოჩინოშინმა მეექვსედ მოიგო

წლის მეორე სუპერტურნირზე მეექვსე გამარჯვება მოიპოვა ლევან გორგაძემ. შეჯიბრის მე-14 დღეს ქართველი მებრძოლის მეტოქე მესამე მაეგაშირა იუტაკაიამა იყო.

ტოჩინოშინმა პასიური შეჯახების შემდეგ მოწინააღმდეგის მავაშის აღება სცადა, თუმცა მეტოქემ თავი კარგად დაიცვა და ძლიერი ბიძგით მცირე უპირატესობაც მოიპოვა. ლევან გორგაძემ რთული სიტუაციიდან გამოსვლა სწრაფადვე მოახერხა, კონტრშეტევით მეტოქეს წონასწორობა დააკარგვინა და საბოლოოდ კატასუკაშის ილეთით დაამარცხა.

ჰარუ ბაშოს დასრულებამდე ერთი დღით ადრე ტოჩინოშინს 6 მოგება და 8 მარცხი აქვს. შესაბამისად, ლევან გორგაძეს უკვე გაფორმებული აქვს უარყოფითი ბალანსი, რაც იმას ნიშნავს, რომ შემდეგ ბაშოზე ის წოდებაში დაქვეითდება და მაკუუჩი დივიზიონის დაბალი საფეხურიდან მოუწევს წარმატებაზე ზრუნვა.

Facebook Comments
Advertisements