წერილი კარანტინიდან – ვართ ბათუმში, ,,კოლიზეუმ მარინა”- ში, მოგეხსენებათ 5* სასტუმროა

გამარჯობა მეგობრებო. მინდა მოგაწოდოთ კარანტინის პირობები, რაშიც ამჟამად ვართ გუშინ გადმოყვანილი 50 ადამიანი თბილისიდან. არცერთს არ დაგვიდასტურდა, მაგრამ სავალდებულო კარანტინია. ოდნავი შოკის და წუწუნის მერე, თბილისიდან გამოგვამგზავრეს ბათუმისკენ. ვართ ,,კოლიზეუმ მარინა”- ში. მოგეხსენებათ 5* სასტუმროა.
კარანტინი არაა საშიში, გთხოვთ, გაიზროთ, არ აყვეთ პანიკებს უბრალოდ გაითვალისწინეთ, რომ წინასწარ არ გაფრთხილებენ სად მიდიხართ, ამიტომ თუ მოგიწიათ ინფექციურში 1-2 დღით გაჩერებამ, იცოდეთ, რომ გადახვალთ კარანტინში და დაიმარაგეთ საკმარისი ტანსაცმელი და პირადი საჭიროების ნივთები.
აქვე თვალსაჩინოებისთვის ვდებ საკარანტინე სასტუმროს სურათებს. განსაკუთრებული მადლობა ჩვენს მედპერსონალს, ამდენ დაშინებულ და ხანდახან არაადექვატურად დაპანიკებულ ხალხს რომ უძლებს. მადლობა სასტუმროს პერსონალს, უგულისხმიერესი მომსახურებისთვის, გადასარევი კვებისთვის. და მადლობა ჩვენს მთავრობას, რომ ახერხებს და ასე უმკლავდება ვირუსს, მაქსიმალური კომფორტის შექმნით, ნუ რაღაც უხერხულობები შეგვექმნა, მაგრამ მოქალაქეობრივი მოვალეობა უპირველეს ყოვლისა…
ყველას ჯანმრთელობას გისურვებთ და გამძლეობას“,-წერს ბათუმის საკარნტინე სივრიცოდან მაიკო მურაჩაშვილი და შესაბამის ფოტოებს აქვეყნებს.

Facebook Comments
%d bloggers like this: