რამდენიმე განმარტება უნდა გავაკეთო დღეს გამოცხადებული საგანგებო მგომარეობის შესახებ

ქალბატონებო და ბატონებო,
რატომღაც ჩავთვალე რამდენიმე განმარტება უნდა გავაკეთო დღეს გამოცხადებული საგანგებო მგომარეობის შესახებ:

საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების მიზანი გახლავთ მოსახლეობაში კორონავირუსის გავრცელების პრევენცია და მის წინააღმდეგ ბრძოლის უფრო გაძლიერება,.
საგანგებო მდგომარეობა, რომელიც რეგულირდება კონსტიტუციითა და სხვა ნორმატიული აქტებით, ანუ აბსოლუტურად კანონიერი ღონისძიებაა და მიმართულია ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობის, სიცოცხლისა და უსაფრთხოების დასაცავად.
1. ეს არ არის ე.წ. კომენდანტის საათი და არ იზღუდება მოქალაქეების თავისუფალი გადაადგილება;
2. თავისუფლად ფუნქციონირებს აფთიაქები, სურსათის მაღაზიები, ბენზინგასამართი სადგურები და სამედიცინო, პოლიციისა და სახანძრო-სამაშველო დაწესებულებები და სხვა;
3. გამკაცრებული იქნება კორონავირუსის გამო თვითიზოლაციაში და კარანტინში მყოფი პირების კონტროლი (რაც აქამდეც იყო!);
4. შეზღუდვები წესდება მოქალაქეების შეკრების შესახებ (10 ადამიანი), ისევ და ისევ ეპიდემის შესაძლო გავრცელების თავიდან ასაცილებლად;
5. კვლავ აქტიურობას არ კარგავს ჰიგიენის პირობების დაცვა (რასაც უკვე დიდი ხანია მოგვიწოდებდა ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები)
კვლავ მნიშვნელოაბას არ კარგავს მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა, შეგნება და ურთიერთმხარდაჭერა!
დავდგეთ ერთად და გაგებით და მხარდაჭერით მოვეკიდოთ კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლას ! ჩვენ ერთად ამ სენს დავამარცხებთ ! ჩვენ გავიმარჯვებთ!“,-წერს გენშტაბის ყოფილი უფროსი, პოლკოვნიკი  ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში. 

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: