საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 80 წლის ქალის შვილიშვილი განცხადებას ავრცელებს

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 80 წლის ქალის შვილიშვილი, ნიტა ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ ბებია კლინიკაში ოთხშაბათს გადაიყვანეს, მანამდე კი, 11 მარტის შემდეგ ( წლისთავზე დაინფიცირების დღიდან) ის სახლიდან არსად გასულა. ნიტა ხაბეიშვილი ამბობს, რომ ძალიან ნაკლები შანსია, მისგან ინფექცია ვინმეს გადასდებოდა, რადგან ბოლო დღეებია, ოჯახს სხვა ადამიანებთან კონტაქტი თითქმის არ ჰქონია. 

ნიტა ხაბეიშვილი „მთავარ არხს“ არასწორი ინფორმაციის გავრცელებაში და ისედაც მძიმე სიტუაციის კიდევ უფრო დამძიმებაში ადანაშაულებს. 

„ოთხშაბათს, დილას დაუდასტურდა ბებიაჩემს კორონავირუსი. მიუხედავად იმისა, რომ ვერ იტანს ვერც გუდე და ვერც მე მსგავს საჯარო მიმართვებს, სამწუხაროდ, მომიწია. მისი მდგომარეობა სტაბილურია და ძალიან დიდი მადლობა ჩვენს ექიმებს.

რაც შეეხება შემდეგ საკითხს, იმაზე თუ ნერვიულობთ ვინმე, რომ ჩვენგან ვინმეს კორონავირუსი გადაგედებოდათ, დაგამშვიდებთ და გეტყვით რომ არა. აი რატომ – მოგეხსენებათ დაავადება გადამდებია სიმპტომის გამოჩენამდეც 48 საათით ადრე, მაგრამ:
1. ბებიაჩემი 11მარტიდან სახლშია და ოთხშაბათს გადაიყვანეს კლინიკაში ამიტომ გარე კონტაქტი არავისთან არ ჰქონია.
2. მე სახლში ვარ 15 მარტის შემდეგ და დღემდე არანაირი სიმპტომი არ მაქვს ამიტომ ერთადერთი ვისაც შეიძლება რამე გადავდო ისევ ჩემს მშობლებს.
3. ჩემი მშობლები სახლში არიან სამშაბათის შემდეგ და დღემდე არცერთ მათგანს არ აქვს სიმპტომი.

ასე რომ, თუ რომელიმეს რამე სიმპტომი გამოგვივლინდება და კორონავირუსი დაგვიდასტურდება, თქვენის ნებართვით, ამას საჯაროდ აღარ გავახმოვანებ და მშვიდად გადავაგორებთ ამ ვირუსს მთლიანი ოჯახი ყოველგვარი პანიკის გარეშე.
მადლობა.

პ.ს. მიუხედავად იმისა, რომ მთავარი არხი • Mtavari Arkhi გავაფრთხილეთ, რომ ნუ არღვევენ ოჯახის კონფიდენციალობას, მაინც არასწორი ინფორმაცია გამოაცხადეს, რომელიც მარტო ჩემს ოჯახს არა, ძალიან ბევრ ადამიანს შეეხო.  ბევრად ამძიმებთ ისედაც დაძაბულ სიტუაციას და საშინელ უნდობლობას იწვევთ, ძალიან სამწუხაროა.

Facebook Comments
%d bloggers like this: